აქტუალური
სსრკ–ს ყოფილ ქვეყანაში პირველად ლიბერალ ინტერნაციონალის კონგრესი გაიმართა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველო პირველი ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, სადაც, „რესპუბლიკური პარტიის“, მისი ლიდერების – ცოლ–ქმარი თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის წყალობით, ლიბერალური ინტერნაციონალის კონგრესი გაიმართა.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ლიბერალ ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის 196-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა სხდომის ფარგლებში გამართულ თემატურ კონფერენციაზე - ექსპანსიისა და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის პირისპირ

 „იმ საქმიანი შეხვედრების გარდა, რომლებიც კონგრესის ფარგლებში გაიმართა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამგვარი ღონისძიებების მასპინძელი ხდება საქართველო, თბილისი. ეს აჩენს მეტ თავდაჯერებულობას მთელი მსოფლიოსთვის, რომ თბილისი არის დაცული ადგილი, ქალაქი, სადაც შესაძლებელია ჩახვიდე და მსოფლიო კონგრესები გამართო. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ღონისძიებები საქართველოში, მით მეტად გაიზრდება რწმენა და განცდა, რომ თბილისი, ბათუმი... საქართველოს სხვა ქალაქები არის ჩვეულებრივი ევროპული ქალაქები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველი ქვეყანაა, სადაც ლიბერალ ინტერნაციონალის კონგრესი გაიმართა.