აქტუალური
"ჩვენ გვინდა “მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში” - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება. გიორგი კვირიკაშვილმა ეს განცხადება თბილისში გუშინ გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების მე–10 კონფერენციაზე განაცხადა.

 “დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და NATO- სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი. საქართველო ამაყობს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო სტრატეგიულ პარტნიორს, NATO- გვერდით დგომის შესაძლებლობა ეძლევა. ქვეყანა ახლო მომავალში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის. საქართველო ალიანსისაგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის. ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე ჩვენ მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ სტაბილურობის განმტკიცების კუთხით შეიძლება ითამაშოს, ჩვენ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს.

 ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და ინკლუზიური მიდგომით დაიძლევა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას უდევს საფუძვლად - ჩვენ გვინდა “მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში”, - აღნიშნა პრემიერმა.