უცხოეთი
ნორმანდიული ოთხეული დონბასში ეუთოს პოლიციის მისიის განლაგებას დათანხმდა

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ნორმანდიული ოთხეული დონბასში ეუთოს პოლიციის მისიის განლაგებას დათანხმდა. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ეს საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს და განაცხადეს, რომ მსგავსი მისიის ყოფნა რეგიონში აუცილებელია.

ლიდერთა მოლაპარაკების დაწყებამდე, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება დაიძაბა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში სამთავრობო ძალების პოზიციებზე მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით.

ცეცხლის რეჟიმის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა კიდევ 4 დასახლებაში. მათ შორის მარიუპოლშიც.