რედაქტორისგან
მარგველაშვილი, ფანდარასტ!

 გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის გაფურჩქნულმა პრესმდივანმა, შავ-წითელ ფერებში გამოწყობილმა გადარჩენილი პეტრიაშვილის ცოლმა ეკა მიშველაძემ სიხარულით გვაცნობა, რომ კარალევა მარგო (იგივე პრეზიდენტი მარგველაშვილი) ღია შეტევაზე გადავიდა მის გამზრდელ ბიძინა ივანიშვილზე ფრონტის მთელ ხაზზე!

 მარგველაშვილმა მოითხოვა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვა! აგრეთვე, ივანიშვილის თანამებრძოლებს არაადეკვატურები უწოდა და შეუთვალა პარტია „ქართულ ოცნებას“ - გაემიჯნოს მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ხედვებსა და სახელმწიფოს მართვის ფორმებს!

 ბიძინა ივანიშვილის ჯინაზე, რომელმაც გუშინწინ, პრესკონფერენციაზე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელსა და სახეს – მიშა მაჭავარიან დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში  ყველა არჩევნების №1 ფალსიფიკატორი სავსებით სამართლიანად უწოდა, კარალევა მარგომ მიშას ალალი ძმა - ვანო მაჭავარიანი - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნა და საერთაშორისო მიმართულება ჩააბარა!

 ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ განსაკუთრებული სიხარულით შეგვატყობინა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი დახურულ კარს მიღმა, დახურულ ფორმატში, „ნაცმოძრაობის“ ლიდერსა და მთავარ იდეოლოგს, სააკაშვილის დროინდელი უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას შეხვდა!

 P.S. ამბობენ, რომ ადამიანი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, პატივი უნდა სცე პრეზიდენტის ინსტიტუტს.

 ნურას უკაცრავად! მე არ ვცემ პატივს საქართველოს იმ პრეზიდენტს, რომელიც ბოკერიას დახურულ ფორმატში ხვდება! შესაბამისად, არ ვცემ პატივს პრეზიდენტის ინსტიტუციას, რომელიც საქართველოში კონსტიტუციის კი არა, პროსტიტუციის გარანტია!

 მარგველაშვილი, ფანდარასტ*!

საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 17 ივნისი
საქართველო, თბილისი

*ფანდარასტ (ოსურად «фæндараст») -  წადი მშვიდობით