აქტუალური
„რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?!“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. „პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე მთავარი პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ეროსი წმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა და მან თავი მოიკლა.

 ამასთან, ივანიშვილმა „ტაბულას“ ჟურნალისტს მიმართა, თუ როგორ ახერხებდა ის ყველა კითხვაში ინტრიგის შემოტანას: რაც სათქმელი მქონდა, უკვე გითხარით, ყველაფერი ამოწურულია. თანავუგრძნობ მის ოჯახს“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

 კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კავშირი ეროსი კიწმარიშვილს მის ფინანსებთან, ივანიშვილმა უარით  უპასუხა: „არა. რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?“.