სამართალი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 22 წლისაა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი.  აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 “ამ სამსახურის პროფესიონალიზმი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან, რაც არაერთხელ აღნიშნულა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სტუმრების მხრიდან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს იმ უდიდესი დახმარებისთვის , რომლიც წყალობითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ  ამ სამსახურით”, - განაცხადა პრემიერმა.

 საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, რაშიც მონაწილეობა მიიღო 104 წვევამდელმა.  საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.