აქტუალური
მაიკლ მაკფოლი: „ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი პუტინის გამარჯვებაა“

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკ მაკფოლი თვლის, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ევროკავშირიდან გასვლას ერგო, “ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის ” შედეგია. ამის შესახებ აშშ-ის დიპლომატიური მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა საკუთარ თვითერზე განაცხადა.

 “ყველაფერი არა, მაგრამ დღევანდელი მოვლენა – პუტინის საგარეო პოლიტიკის დიდი გამარჯვებაა. დაუფასეთ”, - წერს მაკფოლი.