უცხოეთი
აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კატეგორიული უარი განაცხადა ოპოზიციის მოთხოვნათა შესრულებაზე

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. მოთხოვნა მდგომარეობდა სახელმწიფოს მეთაურის ვადამდელი არჩევნების შესახებ რეფერენდუმის შემდგომის დასაწყისისთვის გადატანაში.

წინა დღეს ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა შსს–ს შენობის წინ. მისმა მონაწილეებმა შსს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს, შეეცადნენ იერიში მიეტანათ შენობაზე და შეამტვრიეს კარი.

ხაჯიმბას თქმით, ეს იყო ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა. ამავე დროს, აფხაზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას შსს–ს ხელმძღვანელის პოსტიდან ჩამოშორების შესახებ საპროკურორო შემოწმების მიმდინარეობისას. უწყებას დროებით სათავეში ჩაუდგა მინისტრის პირველი მოადგილე.