უცხოეთი
პესკოვი: რუსეთი თვალყურს ადევნებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. კრემლში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და იმედოვნებენ, რომ არსებული პრობლემები საკონსტიტუციო გზით გადაწყდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 „რა თქმა უნდა, ვითარება რჩება ყურადღების ცენტრში და კრემლში ყურადღებით ადევნებენ თვალს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ გვსურს და გვინდა ვიხილოთ აფხაზეთი, როგორც სტაბილური, განვითარებადი სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა პესკოვმა.

 5 ივლისს ოპოზიციის მიტინგი სოხუმში მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ შსს–ს შენობა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას 19 კაცი დაშავდა. აქციის მონაწილეები აფხაზეთის პრეზიდენტისგან ითხოვდნენ სახელმწიფოს მეთაურის ვადამდელი არჩევნების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გადატანას 10 ივლისიდან საშემოდგომოდ. ასევე, შს მინისტრი ლეონიდ ძაპშბას გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან.