უცხოეთი
ობამამ და პუტინმა სატალეფონო საუბრისას ყარაბაღის, სირიისა და დონბასის საკითხები განიხილეს

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. დონბასისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები გახდა განხილვის მთავარი თემა ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ამ საკითხებზე ტელეფონით ილაპარაკეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და არ დაუშვას უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება.

ბარაკ ობამამ რუს კოლეგას მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობაზე მიუთითა.