უცხოეთი
მადრიდი ბარაქ ობამას საპროტესტო აქციით შეხვდა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. მადრიდში, აშშ-ს საელჩოს წინ, ესპანეთში ბარაკ ობამას ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა – ABC ავრცელებს.

აქციის სახელია “ობამა, წადი სახლში” და მასში მონაწილეობა დაახლოებით 300-მა აქტივისტმა მიიღო. გარდა ამისა, დემონსტრანტები ნატოს წინააღმდეგ გამოვიდნენ.

დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო “ღირსების მოძრაობა”. შეკრებილების აზრით, “ობამას ღიმილისა და კეთილი სიტყვის მიღმა საშინელი კივილები და სისხლი იმალება”.

ობამა 10 ივლისს გვიან ღამით აშშ-ში გაფრინდა.