უცხოეთი
აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომლის სახელიც ეწოდა თბილისში პროსპექტს, დალასში დაღუპული პოლიციელების პანაშვიდზე იცეკვა (საქინფორმი)

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილისა და მისი ცოლის სანდრა რულოვსის მეგობარმა – აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ–უმცროსმა, რომლის სახელიც თბილისში ეწოდა დედაქალაქიდან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმავალ პროსპექტს, ამჯერად ... პანაშვიდზე იცეკვა!

 თბილისელებს, რომლებიც დროდადრო საღებავით თხუპნიან ბანერს მელაანის ქუჩაზე, ალკოჰოლიზმისგან ხანგრძლივად და წარუმატებლად ნამკურნალევი აშშ–ის პრეზიდენტის საპატივცემულოდ რომ გადაარქვეს სახელი, ბუში–უმცროსი ცეკვით დაამახსოვრდათ თბილისში 2009 წელს – საქართველოში ვიზიტისას, როცა სააკაშვილმა მას მეიდანზე გრანდიოზული მიღება მოუწყო, კონცერტებითა და სალუტებით!

 მაგრამ ის, რაც ჯორჯმა გუშინ – 2016 წლის 13 ივლისს - მოიმოქმედა, ყველა ამერიკელი აღაშფოთა! როგორც ოთხშაბათს „The Telegraph” და „Daily Express”-ი იტყობინებოდნენ, ეს მოხდა დალასში, პანაშვიდის ცერემონიაზე, სადაც ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრის – აშშ–ის არმისს რეზერვისტი მიკი ჯონსონის მიერ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჩაცხრილულ ხუთ დაღუპულ პოლიციელს კრძალავდნენ. ვიდეოში ჩანს, რომ ცალი ხელი ბუშს თავისი ცოლის ლორასთვის უკიდია, რომელიც წარუმატებლად ცდილობს ქმრის შეჩერებას, მეორე კი აშშ–ის ამჟამინდელი პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამასთვის. აშშ–ის პირველი ლედი უკიდურესად შეცბუნებულია ბუშის საქციელით, თავად ბარაქ ობამა სირცხვილით თვალს არიდებს, ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი იატაკს დასჩერებია... „ვინმემ ეგებ შეუმოწმოთ სისხლში ალკოჰოლის დონე?!“ – ეს ამერიკელების ყველაზე თავაზიანი კომენტარია სოცქსელებში ამ გაუგონარ სირცხვილზე.