უცხოეთი
ირანის ხომალდებმა კინაღამ ჩაძირეს აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ფლოტის გენერალი, 700 მეზღვაურთან ერთად – მედია

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების გენერალი ჯო ვოტელი მოჰყვა, რომ ორმუზის სრუტეში იგი კინაღამ ჩაძირეს ირანულმა გემებმა. ისინი ამერიკის ხომალდს, რომლის ბორტზეც 700 მეზღვაური იყო, საშიშ მანძილზე მიუახლოვდნენ, – იუწყება Fox News.

გენერლის თქმით, ირანის კუთვნილმა ოთხმა საპატრულო ხომალდმა და დიდმა ნავმა რამდენიმე მეტრში ჩაიარეს, რასაც შეეძლო ტრაგედია გამოეწვია ასობით მსხვერპლით. ამასთან, ერთ–ერთ კატერზე ჯო ვოტელმა 50–კალიბრიაბი ტყვიამფრქვევი და სარაკეტო დანადგარი შენიშნა.

გენერლის თქმით, ეს პირველი მსგავსი ინიცდენტი როდია. მარტო შარშან ირანული ხომალდების მხრიდან სახიფათო მანევრების 300 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.