უცხოეთი
„ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოქმნამდე აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის „სულელურმა პოლიტიკამ“ მიგვიყვანა! – ტრამპი

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. „ჰილარი კლინტონმა შექმნა „ისლამური სახელმწიფო“ თავისი სულელური პოლიტიკით და ის პასუხისმგებელია მის გამო“, – განაცხადა კლინტონის კონკურენტმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ბრძოლაში, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-–თან ინტერვიუში.

 მისი აზრით, სწორედ „კლინტონი ხელმძღვანელობდა მოცემულ შემთხვევაში ბარაქ ობამას“. ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ თავად სახელმწიფოს მეთაურმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. „ვფიქრობ ის (ობამა) დაეყრდნო მის (კლინტონის) აზრს, მან კი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო“, – დასძინა ტრამპმა.