რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “საქართველოში აშშ სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობს, თუ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას შეეცდება!”

  რუსეთის საინფორმაციო სააგენტო  REX-ის შეკითხვებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს (2016 წლის 16 ივლისი)

- პირველ რიგში - წარუმატებელი სამხედრო ამბოხი თურქეთში: ბატონო არნო, თურქეთის არმიის უფროსი ოფიცრები და გენერლები, რომლებიც 16 ივლისის ღამით სამხედრო გადატრიალების მცდელობის სათავეში იდგნენ, დამოუკიდებლად მოქმედებდნენ თუ გარედან შემდგომი მხარდაჭერის იმედად?

- პირველი ვერსია - აქ აშშ-ის სპეცსამსახურების ხელი ურევია, რომლებმაც თურქი სამხედროების პროვოცირება მოახდინეს და მხარდაჭერა აღუთქვეს, მაგრამ მერე ბედის ანაბარა მიატოვეს. ამერიკელების მონაწილეობას მოწმობს, აგრეთვე, ავიაბაზა “ინჯირლიკის” მეთაურის - გენერალ ბექირ ერქან ვანის დაპატიმრება. ამ ბაზას ხომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ. რაც შეეხება “წარუმატებელს”, ეს უკვალოდ არ ჩაივლის, სერიოზული რეციდივები იქნება.

- რისთვის სჭირდებოდა აშშ-ს თურქი სამხედროების “გადაგდება”?

- აშშ უკმაყოფილო იყო ერდოღანის ბოლო განცხადებებით, რომელმაც არაერთხელ გამოხატა “იმედგაცრუება” აშშ-ს მისამართით და აკრიტიკებდა მას სირიაში ქურთების მხარდაჭერისთვის. აშშ გაბრაზდა ერდოღანზე, რომელმაც ბოდიში მოუხადა პუტინს ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო და რუსეთთან ურთიერთობა აღადგინა. აშშ განარისხა იმან, რომ თურქეთმა, ისევე, როგორც ბულგარეთმა, ნატოს ახალ ანტირუსულ პროექტში - შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში - მონაწილეობაზე უარი თქვა (დათანხმდა რუმინეთი, რომელმაც უშუამდგომლა საქართველოსა და უკრაინას, რომლებსაც არ ჰყავთ საპატრულო გემები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებით - სამაგიეროდ, პორტები აქვთ).

- თურქეთში მომხდარის მეორე ვერსია როგორია?

- გამორიცხული არ არის, რომ სამხედრო გადატრიალების პროვოცირება თავად ერდოღანმა მოახდინა, რათა თურქეთის არმიის მტრულად განწყობილ სამეთაურო შემადგენლობაში საკადრო წმენდის ჩატარების საბაბი ჰქონოდა. ამას მოწმობს ღამის საათებში საეჭვოდ ოპერატიული მობილიზაცია ერდოღანის ათასობით მომხრისა  თურქეთის დროშებით ხელში - ე.წ. “ხალხის”, რომლის წყალობით, როგორც შევარდნაძე იტყოდა, “დიქტატურა ვერ გავიდა”.

სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტებს - შევარდნაძეს და სააკაშვილს - ძალიან უყვარდათ საქართველოში მსგავსი “სამხედრო ამბოხებების” მოწყობა პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების მიზნით. ისინი პირადად წერდნენ სცენარებს ამ სპექტაკლებისთვის, რომლებშიც ქართველი პოლკოვნიკები და ტანკები მონაწილეობდნენ. ოღონდ შევარდნაძის სცენარებში, სააკაშვილისგან განსხვავებით, გვამები გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგრამ ფინალი ერთი და იგივე იყო - პრეზიდენტი “თეთრ ცხენზე”, ანუ შავი “მერსედესით” შეიჭრებოდა ამბოხებულთა ბუნაგში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და ისინი, მორცხვად თავდახრილები, იარაღს ყრიდნენ...

მაგრამ თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება - მმართველი გუნდი “ქართული ოცნება”, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საზოგადო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას გადაწყვეტენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების მიზნით, აშშ-ს შეუძლია, თბილისში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, რომელიც, თურქულისგან განსხვავებით, პუტჩისტების გამარჯვებით დამთავრდება - როგორც უკვე მოხდა 1991-1992 და 2003 წლებში რუსთაველის გამზირზე.

- რა მიზნით? ხელისუფლება ხომ, ოპოზიციის მსგავსად, საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ საგარეო კურსს უჭერს მხარს?

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია საქართველოს შემადგენლობაში შეუთავსებელია საქართველოს დეკლარირებულ ევროატლანტიკურ ინტეგრციასთან, ამიტომ მათ ნატოში შესვლის კამპანიის ოფიციალურად შეწყვეტა მოუწევთ.

დიახ, საქართველოს არ მიიღებენ ნატოსა და ევროკავშირში, რომლებიც ქართველების გარეშეც დაიშლებიან, მაგრამ მარად კანდიდატი ქვეყნის საბაბით სხვა საქმეები და დიდი ფული კეთდება. ეს არის როგორც ზემოხსენებული პლატფორმა “შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება” ქართული საზღვაო პორტების გამოყენებით, ისე ასტრონომიული “ატკატები” შეიარაღების შესყიდვისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების ხაზით. პოლიტიკა, პირველ რიგში, ძალზე მომგებიანი ბიზნესია, რომელზეც ნებაყოფლობით უარს არავინ იტყვის. სწორედ ამიტომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია ვაშინგტონელი და თბილისელი პოლიტბიზნესმენების გეგმებში არ შედის.

- რომელ პოლიტიკურ ძალებზე დაყრდნობით შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში? განა ამისი რესურსი არსებობს?

- საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია მოეწყოს, როგორც “ფერადი რევოლუცია” სამხედრო კომპონენტით. მის განსახორციელებლად მზად არიან აშშ-ის მარიონეტები - რესპუბლიკური პარტია და თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი, “ნაციონალური მოძრაობა” და ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სპეცდანაყოფებზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების “ქართულ ლეგიონზე” დაყრდნობით, რომელიც ქართული ჯარის საკადრო ოფიცრებით არის დაკომპლექტებული. წარმატების შემთხვევაში მათ, შესაძლოა, შეუერთდეს თავდაცვის ექსმინისტრი ალასანია თავისი პარტიით. სხვათა შორის, ზემოჩამოთვლილნი თავიანთ რევანშისტულ განწყობას არც მალავენ. შუაში კი “მძევლებს” ჩააყენებენ - მოსყიდულ და აღშფოთებულ პლებსს.

- მაგრამ განა თინა ხიდაშელი, სხვა რესპუბლიკელ მინისტრებთან ერთად, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით ორი კვირის არ გადადგა?

- აშშ-მ კატეგორიულად უბრძანა საქართველოს მთავრობას - ხიდაშელისთვის ხელის ხლებაც არ გაებედათ!

განვმარტავ: რესპუბლიკელებს 3 მინისტრი ჰყავდათ და მათ სურდათ, ბოლომდე - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე -  ასეთებად დარჩენილიყვნენ, რათა ადმინისტრაციული რესურსი თავისი ერთადერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგის - მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

მაგრამ პარტიის დამფუძნებელმა ივანიშვილმა და პარტიის თავმჯდომარემ - პრემიერმა კვირიკაშვილმა თავის მოსულელება არ ისურვეს და მათ მინისტრთა კაბინეტის დატოვება სთხოვეს. პასუხად “განაწყენებულმა” რესპუბლიკელებმა საჯაროდ დაადანაშაულეს ისინი “ევროპული სტანდარტების” ღალატში, რადგან “კოალიციურ მთავრობას”არ დათანხმდნენ.

მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? გარემოს დაცვის მინისტრი აგულაშვილი რესპუბლიკური პარტიიდან “ქართულ ოცნებაში” გადავიდა და ამიტომ თანამდებობაზე დარჩა. ეს გულწრფელი გადაწყვეტილება იყო თუ “მტრის ბანაკში” ჩანერგვა, მომავალი გვაჩვენებს.

მეორე რესპუბლიკელი - შერიგების სახელმწიფო მინისტრი ზაქარეიშვილი, რომელსაც ქართველები აფხაზებთან და ოსებთან უნდა შეერიგებინა - მართლაც წავიდა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ზაქარეიშვილმა თვითონ აღიარა, რომ ის - ცარიელი ადგილია და 4 წელი სახელმწიფოს ხარჯზე ტყუილად ცხოვრობდა. “ჩემი თავი პარლამენტარად ვერ წარმომიდგენია, იმიტომ, რომ ვინმეს ხელქვეითობას მიჩვეული არ ვარ და ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მსურს!” - განუცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს პასუხად შეკითხვაზე - უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა რესპუბლიკელების სახელით კენჭისყრის სურვილს.

რაც შეეხება ხიდაშელს: სადმე გინახავთ ისეთი გადადგომა, რომელიც ჯერ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ერთი თვე გაწელეს, რათა მთავრობის ოპოზიციურ წევრს ქვეყანა ნატოს ვარშავის სამიტზე წარედგინა?! მერე კი განუსაზღვრელი დროით გადადეს, რათა ის აშშ-ში სტრატეგიული ვიზიტით წაბრძანებულიყო? განა გადამდგარი მინისტრი გამოდის საერთაშორისო ფორუმებზე, კერძოდ, ბათუმის კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა”, სადაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და რუსულ პროპაგანდასთან - “რუსულ ნარატივთან”, “რბილ ძალასთან” და კრემლის “ჰიბრიდულ ომთან” ბრძოლის ზომებზე მსჯელობს? ხაზს ვუსვამ - ბათუმში ხიდაშელმა საქართველოსა და რეგიონისთვის მთავარ საფრთხედ გამოაცხადა არა ისლამური სახელმწიფო, არამედ რუსეთი, და სწორედ იმ დღეს, როდესაც მსოფლიო ნიცაში მომხდარმა ტერაქტმა შეძრა - 14 ივლისს!

სად გინახავთ, რომ გადამდგარი მინისტრი ინტერვიუებს იძლეოდეს სტრატეგიულ თემებზე, მათ შორის - Foreign Policy-თან, სადაც მოულოდნელად საქართველოში “ეროვნული უმცირესობების პრობლემებს” შეეხო? რაში ეკითხება მას ეს პრობლემები? ან იქნებ მხედველობაში პანკისელები ჰყავდა, რომლებთანაც მჭიდრო კონტაქტი აქვს და რომლებისთვისაც ლიდერად და გმირად მათი თანამემამულე თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი რჩება?!

ვიმეორებ - ნახევრად დათხოვნილი ხიდაშელი საქართველოსთვის ისეთსავე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც თურქეთისთვის - დათხოვნილი პოლკოვნიკი მუჰარემ კოსე, თურქეთის გენშტაბის ყოფილი იურიდიული მრჩეველი და შაბათ ღამეს სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი!

- ბატონო არნო, მგონი, თინა ხიდაშელს გადაჭარბებით აფასებთ და საფრთხეს აზვიადებთ: როგორ შეიძლება თურქი პროფესიონალი სამხედროების გათანაბრება “ენჯეო”-ელ ხიდაშელთან, რომელსაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არ გააჩნია?!

- ხიდაშელი სამხედრო გამოცდილებაზე გაცილებით უფრო ღირებულ რამეს ფლობს - ხიდაშელს სრულფასოვანი წვდომა აქვს სახელმწიფო საიდუმლოებებთან და შეუძლია ამ ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისთვის, თავისი პარტიის მიზნებისთვის, მთავრობის, “ქართული ოცნების” და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდეს! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ინფორმაციას ის ვაშინგტონში გადასცემს! თუმცა, ვაშინგტონი იქით იყოს, მათ ეს ინფორმაცია არ სჭირდებათ, რადგან ყველაფერი ჩვენზე უკეთ იციან, მაგრამ ხიდაშელს ხომ შეუძლია, სახელმწიფო საიდუმლოება სხვა ქვეყნებსაც გადასცეს?! მაგალითად, რუსეთზე გაყიდოს?!

და როგორ გამოიყენა სახელმწიფო საიდუმლოებების თითქმის იგივე “პაკეტი” გრიფით “ნუ ძაალიან სრულიად საიდუმლო” მისმა წინამორბედმა, მეგობარმა და თანაკურსელმა - საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ალასანიამ - “ქართული ოცნების” დღევანდელმა მოწინააღმდეგემ და ბიძინა ივანიშვილის მტერმა?!

ან პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელსაც იმავე პაკეტზე აქვს წვდომა და რომელიც ინაუგურაციიდან მეორე დღესვე ღარიბაშვილის მთავრობისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე გახდა?!

განა სახელმწიფო საიდუმლოებათა იმავე “პაკეტს” არ ფლობს ხიდაშელის ქმარი - რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც მისი ძვირფასი მეორე ნახევრის მსგავსად ვირტუალურად გადადგომასაც კი არ აპირებს?!

იმყოფებიან თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი უმაღლესი სახელმწიფო ხელმძღვანელები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მხედველობის არეში? ხომ არ არის აქ სამშობლოს ღალატის, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების და სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ნიშნები?! ეს რა სახელმწიფოა, რომელშიც სახელმწიფო საიდუმლოებები არ არსებობს?!

- გამოდის, რომ ბატონმა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ბერკეტები ანდეს ადამიანებს, რომლებიც მალევე მათი მტრები გახდნენ?

- საკადრო შეცდომები “ქართულ ოცნებას” კიდევ ბევრჯერ დახვდება წინ, ისევე, როგორც ერთობლივი მიმართვა ნატოს ვარშავის სამიტს, რომელსაც ნაციონალებთან და რესპუბლიკელებთან ერთად მოაწერეს ხელი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის პრელუდია იყო.

დიახ, გამოდის, რომ სახელმწიფო საიდუმლოებები ამ სახელმწიფოს მტრების ხელშია. სხვათა შორის, ზედმეტი არ იქნებოდა შემოწმება - ხიდაშელის თურქეთში ვიზიტების დროს ხომ არ გადაკვეთილა მისი გზა წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მეთაურებთან - პოლკოვნიკებთან მუჰარემ კოსესთან და მეჰმეთ ოღუზ აკუსთან, პოდპოლკოვნიკ დოღან უისალთან და მაიორ ერქან აგინთან.

- კადრებთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ ქართულ მედიასაშუალებებში ბევრი საყვედური გამოითქმის “ქართული ოცნების” ყველასათვის უცნობი “ახალი სახეების” გამო, რომლებიც გასულ კვირას წარადგინეს.

- ეს ძალზე კონტრპროდუქტიული ღონისძიება გახლდათ! რა საჭირო იყო ამ 15 ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის დასავლური განათლების ხაზგასმით აღნიშვნა?! ამით მმართველმა პარტიამ ხაზი გაუსვა - პერსპექტივა გაქვს, თუ შენი მშობლები ძალიან მდიდრები არიან და მათი წყალობით ოქსფორდები, კემბრიჯები და ჰარვარდები დაამთავრე! არამდიდრებმა რაღა ქნან, როგორებიც საქართველოში 99%-ია და ვინც ტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს?! რა არის ეს, თუ არა ქართული უმაღლესი განათლების დისკრედიტაცია?!

მაშინ რად გვინდა ამდენი სტუდენტი და კურსდამთავრებული?! და რით ჩამორჩება ადგილობრივი ბეჯითი სტუდენტი ქართული განათლებით უცხოური განათლების მქონეს, თუ არ სჯობია კიდეც მას?! განა ცნობილ ქართველ სპეციალისტებზე - აკადემიური ტრადიციული განათლების მქონე ემიგრანტებზე აშშ-ში და ევროპაში ტაციაობა არ არის?! მით უმეტეს, რომ საქართველოში ბევრი ვერ ასხვავებს საზღვარგარეთ მიღებულ სრულფასოვან განათლებას - ერთწლიანი კურსებისგან, დასავლეთის უნივერსიტეტების დიპლომებს - მათ მიერვე გაცემული სერტიფიკატებისგან...

მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანია იმასთან შედარებით, რაც გასულ კვირას რესპუბლიკელებმა განაცხადეს!

- რესპუბლიკური პარტიის ოფისში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგს გულისხმობთ, სადაც რესპუბლიკელი მინისტრების გადადგომა გამოაცხადეს?

- დიახ, და შემდეგ უსუფაშვილის ტელეგამოსვლას, რომელმაც განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია “ბრძოლაში მიდის”! განა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც პოლიტიკაში “დემოკრატიულ და კორექტულ სტილს” ქადაგებს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ბრძოლას უნდა ეძახდეს?! ვისთან აპირებენ ბრძოლას უსუფაშვილი და რესპუბლიკელები?! გუშინდელ მოკავშირეებთან კოალიცია “ქართული ოცნებიდან” და ივანიშვილთან, რომელმაც მათი პოლიტიკური გვამების ჰალვანიზაცია მოახდინა, მათ “მკვდარ ვენებს” საკუთარი მილიონები გადაუსხა?!

ანდა  ყურადღება რატომ არავინ მიაქცია რესპუბლიკელების კიდევ ერთ ლიდერს - ბერძენიშვილს, რომელიც ბრიფინგზე სიამაყის ცრემლმომდგარი კითხულობდა რესპუბლიკური პარტიის  მის მიერვე დაწერილ მანიფესტს,  სადაც ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს პირდაპირ ემუქრებოდა აშშ-ის მე-6 ფლოტით, რომელსაც “საქართველოში თინა ხიდაშელი შემოიყვანს”?!

ხოლო უსუფაშვილი “ყველაზე ქართულ საქმეს” ავღანეთსა და აფრიკაში ქართველი სამხედროების ყოფნას უწოდებს! ეს რა ქართული საქმეა - ავღანეთში ამერიკული სამხედრო ბაზის ყარაულობა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩინოვნიკთა ესკორტში მცველობა?! რატომ ვაგზავნით ჩვენს ბიჭებს დაქირავებულებად იქ, სადაც საშინელი ეპიდემიები მძვინვარებს?! განა აშშ-ში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვიეტნამიდან არ ჩაიტანეს შიდსი, რომლის ვირუსი, ზოგიერთი მონაცემით, პენტაგონის ქიმიურ ლაბორატორიებში შეიქმნა და ვიეტნამელების წინააღმდეგ ექსპერიმენტის სახით იყენებდნენ?!

ხიდაშელმა კი საგანგებოდ გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური სახელმწიფოში, რათა სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში თავის განკარგულებაში ჰყავდეს დაქირავებული კონტრაქტორები, რომლებიც სამუშაოსთვის ფულს იღებენ - მნიშვნელობა არა აქვს, ავღანეთში თუ საქართველოში. განა რამდენი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება, მოწყალეო ბატონებო?!

- სწორედ ახლა ვაპირებდი, თქვენთვის კომენტარი მეთხოვა საქართველოში საყოველთაო სამხედრო ვალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით.

- რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს იმის მიმართ, რომ მთელ მოზარდ თაობას ქვეყნისა, რომელმაც ტერიტორიების ნახევარი დაკარგა - მათ შორის, თურქეთში, რომელმაც აჭარის დე ფაქტო ოკუპაცია მოახდინა - კალაშნიკოვის ავტომატი არ ეცოდინება?! წმინდათაწმინდა მოვალეობა - სამშობლოს დაცვა - აი, რა გააუქმა ხიდაშელმა! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არმიაში ახალგაზრდობის აღზრდა ხდებოდა - ის კოლექტივში ცხოვრების უნიკალური სკოლაა, სამშობლოს დამცველები ჯარში ფიზიკურად მაგრდებოდნენ, დამოუკიდებლობას ეჩვეოდნენ! ხიდაშელს კი უნდა, რომ ქართველი ახალგაზრდები მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებში აღიზარდონ, რომლებიც პედერასტების ინტერესებს იცავენ!

გარდა ამისა, სამობილიზაციო უბნების გაუქმებით საბოლოოდ განადგურდა მობილიზაციის სისტემა, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, ომი ან ტერაქტი რომ მოხდეს, როგორც სანუკვარ თურქეთსა და ევროპაში?! სად გაიქცნენ ჭეშმარიტი ევროპელები - ქართველები? სად დაიმალონ, ვინ უკარნახებს - სად არის თავშესაფარი და სად იშოვონ აირწინაღი?! რა არის ეს, თუ არა საბოტაჟი?!

და ამის შემდეგ უსუფაშვილი ბედავს, განაცხადოს, რომ მისი ცოლი კარგი მინისტრი იყო, როგორებიც სანთლით საძებარია?! რატომ არ მიუცია აქამდე ხიდაშელს ჩვენება საქართველოს სუს-ში?! რატომ თვლის ეს ცოლ-ქმარი მთელ საქართველოს იდიოტებად?!

ხიდაშელი ჩვენი ფულით საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს ყიდულობს, ვითომდა, რუსეთისგან საქართველოს დასაცავად, საფრანგეთი კი თვითონ უძლურია ტერორისტების წინაშე და რუსეთის დაცვა სჭირდება, ისევე, როგორც მთელ დანარჩენ მსოფლიოს! რუსული ჯარები თბილისიდან 30 კმ-ში დგანან და რომ მოენდომებინათ, 30 წუთში მთელი საქართველო მათ კონტროლქვეშ იქნებოდა! ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ფრანგულ-ამერიკული სისტემები, ანუ გაუმჯობესებული “კატიუშები”, საქართველოს რუსეთის  ავიაციისა და სარაკეტო სისტემებისგან დაიცავენ, რომლებიც ორ ნაბიჯზეა - სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში?!

ეს არავის სჯერა, მათ შორის - ქართველ პოლიტიკოსებს, მაგრამ ყველა თავს იკატუნებს, იმიტომ, რომ მთელი ქართული პოლიტისტებლიშმენტი დიდი ხანია, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრად გადაიქცა!

- მაგრამ თუ “ქართული ოცნება” ჩუმად ეთანხმება ან იძულებით იტანს რესპუბლიკელებს, რა აზრი ჰქონდა კოალიციის დაშლას და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლას? რა “მუღამი” აქვს ამ ყველაფერს?

- ამ “მაზოხიზმის” ახსნა გამიჭირდება. როგორც ჩანს, მათ ამერიკელების ეშინიათ...

- რატომ? ბოლოს და ბოლოს, ამერიკელები ხომ არ დახოცავენ?! ნუთუ პოლიტიკოსებს შორის აშშ-ს წინაშე შიში საქართველოს ინტერესებზე მაღლა დგას? იქნებ თავიანთი მაღალანაზღაურებადი ადგილების დაკარგვისა ეშინიათ?

- ამერიკელებს ზემოქმედების ძალიან სერიოზული იარაღი აქვთ - ვალები! საქართველოს ამერიკისა ძალიან ბევრი მართებს, და როგორც კი საქართველოს ხელისუფლება - ახლანდელი თუ მომდევნო - კონტროლქვეშიდან გამოსვლას დააპირებს, აშშ მაშინვე ვალის დაბრუნებას მოითხოვს. თუ არა და, საქართველოს ბანკროტად გამოაცხადებენ და ყველაფერი, რაც დაგვრჩენია, აუქციონზე გაიყიდება.

იმისათვის, რომ არ გეშინოდეს, უნდა მიხვდე - ერთი მოტივირებული ტერორისტი უფრო ძლიერია, ვიდრე ლიბერალური დემოკრატიისა და გლობალიზმის ყველა ფასეულობა, განათლებული დასავლეთის უფლებები და თავისუფლებები, რომელთა სიმბოლოც გახლავთ ბასტილიის აღება!

ამასთან, ქართულ პრესაში არ წამიკითხავს, რომ ვინმეს სერიოზულად გაეანალიზებინოს რესპუბლიკური პარტიის მანიფესტი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ანდა უსუფაშვილის გამოსვლა იმავე საღამოს, 10 ივლისს, სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

- მხედველობაში გაქვთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის განცხადება, რომ თუ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს პრობლემები შეექმნება, ის 5 წუთში დატოვებს თანამდებობას?

- არა, ეს არ მიგულისხმია, მაგრამ კარგია, რომ შემახსენეთ. ესე იგი, “რუსთავი 2”-ის გამო წასვლა შეიძლება, ხოლო იმისთვის, რომ ამომრჩევლებს თვალებში არ შეეჩხირო, როგორც რესპუბლიკელი და რესპუბლიკელის ქმარი - არა?!

მე კი მხედველობაში მქონდა უსუფაშვილის დაბეზღებები პირდაპირ ეთერში, რომლებიც “ქართველი ექსპერტების” ყურადღების მიღმა დარჩა.

მაგალითად, მან განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” გადასვლას და სიის სათავეში ჩადგომას სთავაზობდნენ, მაგრამ მან, როგორც წესიერმა კაცმა, უარი თქვა. ამით მან ბიძინა ივანიშვილიარაწესიერებასა და მოსყიდვაში დაადანაშაულა, რადგან “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ასეთი კონსულტაციების გამართვა არავის შეეძლო.

იცის რა ქართველი ხალხის უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება მის მიერ პარლამენტში გათრეული ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ (ლგბტ უფლებების ექსკლუზიური დაცვის შესახებ), უსუფაშვილმა ვითომდა ივანიშვილის სასარგებლოდ განაცხადა - ბატონმა ბიძინამ 30 ყველაზე ჯიუტი პარლამენტარი გამოიძახა და ამ კანონისთვის ხმის მიცემაზე მათ დაყოლიებას ცდილობდაო...

- ბატონო არნო, ჩვენი ინტერვიუს დასასრულს ისევ თურქეთში არშემდგარ სამხედრო გადატრიალებას დავუბრუნდები: არსებობს ვერსია, რომ მისი იდეური შთამაგონებელი იყო ერდოღანის ოპონენტი, აშშ-ში ემიგრირებული თურქი მწერალი, ყოფილი იმამი და მქადაგებელი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ჰიზმეთის” დამფუძნებელი ფეთჰულაჰ გიულენი.

- დავამატებ: გიულენი სააკაშვილის დედის გიული ალასანიას უახლოესი მეგობარი და საქმიანი პარტნიორია. როგორც ყველა ამბობს საქართველოში - მისი საყვარელიც... გარდა ამისა, გიულენი საქართველოში 14-ზე მეტი უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულების დამაარსებელია, მათ შორის - ცნობილი “შავი ზღვის უნივერსიტეტის”, რომლის რექტორი და გიულენის მოწილე კომპანიონი გახლავთ გიული ალასანია.

რაც შეეხება ჩაფლავებული გადატრიალების იდეურ ხელმძღვანელობას - ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ. სხვათა შორის, თავად გიულენი ჩვენი საუბრის დასაწყისში ჩემ მიერ გამოთქმულ მეორე ვერსიას ემხრობა - რომ სპექტაკლი თავად ერდოღანმა მოაწყო, რათა არმიის და სასამართლო კორპუსებში წმენდის საბაბი ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ მსგავსი პრეცედენტები თურქეთის ისტორიაში უკვე იყო.

- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის!