აქტუალური
მედია: ერდოღანი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაარჩინა

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების დაწყების შესახებ რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს. კერძოდ, მათ მოიპოვეს ინფორმაცია მარმარისის სასტუმროსკენ მიმავალი რამდენიმე ვერტმფრენის შესახებ, სადაც პრეზიდენტი ერდოღანი ოჯახთან ერთად ისვენებდა და ანკარა გააფრთხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, რუსულ სააგენტოზე დარდნობით, ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაშიფრული შეტყობინებები, ფარული არხების საშუალებით, სირიაში მდებარე ავიაბაზაზე მოიპოვეს, რის შემდეგაც მოსკოვმა ინფორმაცია თურქეთის სადაზვერვო სამსახურს მიაწოდა.

შეგახსენებთ, თურქეთის შეიარაღებული ძალების უწყებამ ოფიციალურ განხცადებაში სამხედრო ამბოხის შესახებ რამდენიმე საათით ადრე მიღებული ინფორმაციის შესახებ თავადაც განაცხადა, თუმცა ვისგან მოიპოვა ინფორმაცია, ეს არ დაუზუსტებია.