აქტუალური
თეირანმა საქართველოში სომხეთის გავლით გაზის ექსპორტის შესახებ საცდელი ხელშეკრულება გააფორმა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი.  როგორც ირანული სააგენტო IRNA  წერს, განცხადება ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ  ლევონ იოლიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 ბიჯან ზანგანეს თქმით, სომხური მხარე თეირანში ირანელი კოლეგების მოწვევით ჩავიდა. მოლაპარაკების თემას კი საქართველოში გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა წარმოადგენდა.

 “რა თქმა უნდა, სომხეთი დიდი მომხმარებელი არ არის, თუმცა შეუძლია, გახსნას მნიშვნელოვანი გზა ირანიდან გაზის ექსპორტისთვის”, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა.