სამართალი
შსს-მ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი . თბილისში დააკავეს.

გიორგი ხ-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით - მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი და მეტი პირის, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.