პუბლიკაციები
"ვაი ჩვენს პატრონს!" - ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის"

  ვაი ჩვენს პატრონს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯერ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, მერე ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენლების მხრიდან რომელიღაც მოსამართლეებზე, რომელიღაც  საქმეებთან დაკავშირებით, რაღაც მიზნებით, რაღაცა ფორ¬მის ზეწოლის შესახებ ჭორაობას დაიწყებს, მერე ამ ინფორმაციის შესახებ ჩვენების მიცემაზე უარს იტყვის, მერე პრეტენზიულად განაცხადებს, ჩემი ჩვენების გარეშე რატომ არ იწყებს პროკურატურა გამოძიებასო, მერე, როცა გამოძიება დაიწყება და შესაძლო დაზარალებულებს გამოიძახებენ დასაკითხად სტანდარტული უწყების გაგზავნით (სადაც განმარტებულია გამოცხადებაზე უარის თქმის შედეგები) და ამაზე აღშფოთდება, „როგორ უბედავენ ამას ჩემს მოსამართლეებსო“, ძალაუნებურად დაინტერესდები, ვინ არის ეს კაცი, საიდან მოვიდა, სად ისწავლა და რა ისწავლა ისეთი, რომ ელემენტალურ სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა და ოროსანი მოსწავლესავით ერთმანეთზე მეტ სისულელეებს რატომ ლაპარაკობსო? 

შევედით საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე და გავიგეთ, რომ ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა გიორგი პაპუაშვილი დაბადებულა 1972 წლის 26 დეკემბერს და უკვე 33 წლის ასაკში გამხ-დარა საკონს¬ტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ვიფიქრეთ, ალბათ ამ ვუნდრ¬კინდმა ბავშვობიდანვე დაიპყრო იურისპრუდენციის მწვერვალებიო და ჩავყევით მის ბიოგრაფიას. აღმოჩნდა, რომ  გიორგი პაპუაშვილს 1995 წელს დაუმთავრებია ივანე ჯავახი¬შვილის სახე-ლო¬ბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშო-რისო ურთიერთობების ფაკულტეტი, 1996-1999 წლებში უმუშავია საქართვე¬ლოს პარლამენ-ტის იურიდიული კომიტეტის აპარატში უფროს სპეციალისტად, წამყვან სპეცია¬ლისტად, აპარატის უფროსად (ანუ მოქალაქეთა კავშირის კადრი ყოფილა), 1996-1997 წლებში, ერთი წელი უსწავლია ქ. ბუდაპეშტი მდებარე სოროსის უნივერსიტეტში (ანუ, თან ბუდაპეშტში ცხოვრობდა და სწავლობდა და თან საქართველოს პარლამენტში მუშაობდა?!), კიდევ ერთი წელი (1999-2000 წწ) უსწავლია ამერიკის უნივერსიტეტის (ქ. ვაშინგტონი) მაგის¬ტრატურაში, იქიდან პირდაპირ საქართველოს სოროსის ფონდის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორად დაბრუნებულა (2000-2004 წწ). ამ დროს ე. წ. ვარდების რევოლუ¬ციამაც მოუს-წრო და  ეს ჩვენი ვუნდერკინდი უცბად მოგვევლინა  ჯერ საქართველოს იუსტი¬ციის მინისტ¬რად (2004-2005 წწ), ხოლო 2005 წლის თებერვლიდან - გარემოს დაცვისა და ბუნებ-რივი რესუ¬რსების მინისტრად. 2006 წლიდან კი უკვე საკონსტიტუცო სასამართლოს წევრი და მისი თავმჯდომარეა. მხოლოდ ბოლო 2 წელია გაახსენდა ვუნდერკინდ ვარსკვლავბიჭუნას, რომ ბევრი კანონი კონსტიტუ¬ციასთან შეუსაბამოა, ხოლო ყველაზე კომიკური ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო წლებში ანტიკონსტიტუციურად ცნობილი თითქმის ყველა კანონი სწორედ სააკაშვილის იმ ავადსახენებლი 9-წლიანი მმართველობის დროს არის მიღებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი თავის დროზე გიორგი პაპუაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს, მისივე ხელმძღვანე¬ლობით დაიწერა და დღეს იგივე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს მათ ანტიკონსტიტუციურად.

მართალი გითხრათ, გიორგი პაპუაშვილის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ კითხვები უფრო მეტი დაგვრჩა, მაგრამ ზოგიერთ კითხვაზე პასუხებიც მივიღეთ. მაგალითად, პასუხი მივიღეთ კითხვაზე, თუ როგორ მოხდა „ვუნდერკინდი“ ბიჭუნას არათუ ასვლა, არამედ აფრენა კარიერული იერარქიის უმაღლეს საფეხურზე, გავიგეთ, რომ მოქალაქეთა კავში¬რის ბუდიდან აფრენილი და ჯერ სოროსის სკოლაგავლილი, შემდეგ თავისი ბელადების მსგავსად ნაციო¬ნალური მოძრაობის ნავში გადამხტარ ახალგაზ¬რდა იურისტს ცოტა გაძვრომ-გამოძვრომითაც გამოუჩენია თავი და მალევე მიუპყრია „რევოლუციონერი“ ბელადების და მათი კადრების სამჭედლოს (სოროსის ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ყურადღება და ასე მიუღწევია თავბრუდამხვევი კარიერული წარმა¬ტებისათვის. რასაკვირველია, „რევოლუციონერებისათვის“ ხელიდან გასაშვები არ იქნებოდა ისეთი ერთგული კადრი, რომელიც ვერც შევარდნაძე-მოქალაქეთა კავშირის მმართველობის დროს ამჩნევდა ადამიანის უფლებების დარღვევებს და მოსა-მართლეებზე ზეწოლებს, არც იუსტიციის მინისტრობის დროს ესმოდა ჯოჯოხეთად გადაქ-ცეული ციხეებიდან პატიმართა განწირული ბღავილი, რადგან მისი თვალთახედვით ამ დროს თურმე ყველაფერი რიგზე იყო და მოსამართ¬ლეებზე მუქარასაც ვერავინ ბედავდა, უფრო მეტიც, სწორედ მისი იუსტიციის მინისტრობის დროს, მისივე ხელმძღვანელობით იქმნებოდა ის დრაკონული საკანონ¬მდებლო ბაზა, რომლებიც უუფლებოდ ტოვებდა მოსამართლეებსაც, პატიმრებსაც, უბრალო მოქალაქეებსაც და მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მოლაპარაკე ბიუროკრატიას და ჯალათ ძალოვან ჩინოვნიკებს აძლევდა ყველაფ-რის უფლებას.

მაგრამ ჯანდაბას ეს ყველაფერი, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ჯალათები და ანტიდემოკრატები ყველაზე მეტს ლაპარაკობენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ის მართლაც კურიოზი და ქვეყნის უბედურებაა, როდესაც საკონს¬ტიტუციო სასამართლოს თავბრუდახვეული თავმჯდომარე თავისი „მოღვაწეობის“ მიწურულს თავს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით და იურისპრუდენციის ელემენტალური ნორმების უცოდინა¬რობითა თუ იგნორირებით გამოიჩენს და სერიოზულად ჰგონია, რომ კანონის წინაშე სულაც არ არიან თანასწორნი ის, მისი პოლიტიკური კლანი და რიგითი მოქალაქეები. მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, საქართველოს თავგზააბნეული პრეზიდენტიც ხომ რომაელ კეის¬რებზე უფრო შორს მიდის და ხმამაღლა აცხადებს, რომ არა მარტო კეისრის ცოლი, არამედ პრეზიდენტის ცოლის შვილი და ამ უკანასკნელის თანამეცხედრეც ყოველგვარ ეჭვზე მაღლა დგანან და თუნდაც 5-ჯერ იყვნენ ნასამართლე¬ვები, მათში ეჭვის შეტანა მაინც უდიდესი მიუტევებელი ცოდვაა.

ვაი ჩვენს პატრონს...

P. S. გიორგი პაპუაშვილმა ჭიქაში ატეხილი ქარიშხლის შემდეგ განაცხადა: „ზეწოლა შეიძლება ყველაზე არ იყოს. ზოგიერთს შეიძლება არც უნდა თქვას, რომ იყო. ვინც გაბედავს და იტყვის, მისი საქმეა. ვინც არ გაბედავს - ესეც მისი საქმეა. შეიძლება ზოგიერთზე არც იყო. მტკიცებულებები პროკურატურამ უნდა შეაგროვოს. ინფორმაციას კონკრეტული მოსამართლეები მიაწვდიან“. აქედან შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: თუ არც ერთი მოსა-მართლე არ დაადასტურებს მათზე ზეწოლის ფაქტს, პაპუაშვილის მტკიცებით, მაინც პროკურატურა გამოვა დამნაშავე, რადგან ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მოსამართლეებმა “ვერ გაბედეს თქმა“, თორემ მათზე ზეწოლა ნამდვილად იყო და პროკუ-რატურას ეს მათი დადასტურების გარეშეც უნდა გამოეძიებინაო.

ღმერთო, დაიფარე საქართველო ასეთი „კვალიფიციური მოსამართლეებისგან“...