აქტუალური
ოპოზიცია ოლქების გადანაწილების პრინციპს აკრიტიკებს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფრმი. ოპოზიცია პრემიერ–მინისტრის განცხადებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო გეოგრაფია გააკრიტიკა, წინასაარჩევნო პოპულიზმად აფასებს. პოლიტიკოსების განცხადებით, ოლქების საზღვრები თავად მმართველმა გუნდმა განსაზღვრა. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი სწორი გამოსავალი მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება იქნებოდა.

 “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობს. 

 „სამხარეო-პროპორციულ სისტემას რომ ვთავაზობდით ოპოზიცია ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, იქ სწორედ გათვალისწინებული იყო სრულიად უმტკივნეულოდ, ადეკვატურად და ლოგიკურად ოლქების გადანაწილება იმ თვალსაზრისით, რომ იქნებოდა აბსოლუტურად თანაბარი და დღეს 5 მუნიციპალიტეტისგან შემდგარი საარჩევნო ოლქი ერთი მაჟორიტარით კი არ იქნებოდა წარმოდგენილი, რაც სრული აბსურდია, არამედ იქნებოდა, სულ მცირე, 4 დეპუტატით. მაგრამ ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა მაჟორიტარული სისტემა, ნაციონალების მიერ შექმნილი, იმისათვის, რომ ამით შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.