უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა სპორტსმენებს რიოში ნაჩვენები მაღალი შედეგებისათვის მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. 25 აგვისტოს კრემლში გაიმართა რიოს ოლიმპიადის რუს გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება. სპორტსმენებს BMW–ს ახალი ავტომანქანების გასაღებები გადასცეს: ჩემპიონებს – თეთრი BMWX6–ს უგზოობის ავტომანქანების, ვერცხლის პრიზიორებს – BMWX4–ის, ბრინჯაოს პრიზიორებს კი BMWX3–ის გასაღებები გადასცეს. საგულისხმოა, რომ წელს ავტომანქანების გადაცემა კრემლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 2016 წლის თამაშების გამარჯვებულები – 4–4 მლნ, ვერცხლის მედალოსნები – 2.5 მლნ, ხოლო ბრინჯაოსი 1.7 მლნ რუბლით დასაჩუქრდებიან.