პოლიტიკა
“ადამიანური ურთიერთობები არსებობს, მაგრამ უმრავლესობა აღარ არსებობს” - გიორგი ვოლსკი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კულუარული დასახელება უკვე დაიწყო. სექტემბრის ბოლოს სასამართლოში ვაკანტური გახდება 4 ადგილი, ვინაიდან ოთხ მოსამართლეს, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადა ეწურება. კონსულტაციები კანდიდატებზე პარლამენტში სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. ამავე დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ უმრავლესობა დღეს დე ფაქტო არსებობს.    

 “ის, რომ პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქციებში ერთმანეთთან თანამშრომლობის ის ხარისხი და ის სისტემა აღარ არსებობს, აბსოლუტურად ნათელია. ადამიანური ურთიერთობები არსებობს, მაგრამ გუნდი,  უმრავლესობა იმ ფორმატში  აღარ არსებობს და შეთანხმება - არა მარტო კანდიდატურასთან დაკავშირებით - პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.