აქტუალური
„2012 წლამდე განსხვავებული რეალობა გვქონდა“ – კახი კალაძე

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. 2012 წლამდე განსხვავებული რეალობა გვქონდა, ამიტომ აპელირებენ, რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული და შეცვლილი გარემო, რომელიც არის თითეული ჩვენგანის, მთავრობის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამსახურება“, - განაცხადა კახი კალაძემ. 

 კახი კალაძემ კომენტარი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.