აქტუალური
„ბურჭულაძემ არასერიოზული განცხადება გააკეთა“ - კალაძე

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის განცხადებებს სოციალურად დაუცველ ადამიანებთან დაკავშირებით.

 შეგახსენებთ, “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

 „არასერიოზული განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გვყავს 500 ათასი სოციალურად დაუცველი და პაატას პარტია ამას მილიონამდე გაზრდის. არ ვიცი, რა მექანიზმებით აპირებს, გამიჭირდება ამაზე საუბარი. პარტია “ქართული ოცნება” გახლავთ ქვეყანაში ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს შესაძლებლობები იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განავითაროს და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ოჯახში შეიტანოს კეთილდღეობა“, - განაცხადა კახი კალაძემ.