საზოგადოება
რა გვიჯდება ქართველებს თავის მოწამლა

sigareti9 იანვრიდან კომპანია "ომეგამ" იმპორტირებული სიგარეტი გააძვირა.

თუ ორი დღის წინათ სიგარეტი "პარლამენტი" 3,50 ლარი ღირდა, დღეისათვის მისი ფასი 3,80 თეთრია. ხოლო ამავე ბრენდის ზოგიერთი სახეობის ფასი 4 ლარსაც გაუტოლდა.

სიგარეტ "კომეტის" ღირებულება ადრე 1,40 თეთრი იყო, ხოლო დღეისათვის მისი ყიდვა 1,60 თეთრადაა შესაძლებელი.

როგორც საქინფორმს კომპანია "ომეგაში" განუმარტეს, ადგილობრივი წარმოების სიგარეტის გაძვირების შემდეგ სრულიად ლოგიკური იყო, იმპორტული სიგარეტიც გაძვირებულიყო.

სუპერმარკეტებსა და სარეალიზაციო ქსელებში კი აცხადებენ, რომ ამ დროსთვის სიგარეტი მხოლოდ "ომეგამ" გააძვირა, თუმცა გამორიცხული არ არის, ფასი სხვა მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმაც გაზარდონ.

საქინფორმის კორესპონდენტმა ერთგვარი გამოკვლევაც ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ, თუ ადამიანი შედარებით ნაკლებ ფასიან სიგარეტ "კომეტს"   დღეში საშუალოდ ერთ კოლოფს ეწეოდა და თვეში ამაში 42 ლარი ეხარჯებოდა, ახლა მას მთელი 6 ლარით მეტის გადახდა მოუწევს, ხოლო პარლამენტის მომხმარებელი ადრე თუ თვეში საშუალოდ 105 ლარს ხარჯავდა სიგარეტში, ახლა მას ეს სიამოვნება ყოველთვიურად 114 ლარი დაუჯდება.