სამართალი
საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მალხაზ რ. და სარდარ ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს.
2016 წლის სექტემბრის თვეში მალხაზ რ-მ სარდარ ა-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა 300 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები.
2016 წლის 22 სექტემბერს მალხაზ რ-მ უკანონოდ დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50-ლარიანი და 100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.