საზოგადოება
„მუშაობას იმ კონცეფციის მიხედვით დავიწყებ, რომელიც აკადემიურ საბჭოს წარვუდგინე“ – გია შარვაშიძე

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. თსუ-ს 36 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭოს მიერ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეული განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე აკადემიურ საბჭოს მადლობას უხდის.

 „ვაპირებ, რომ დავიწყო საქმიანობა იმ კონცეფციის მიხედვით,  რომელიც წარვადგინე საბჭოზე. უპირველესი ქმედებები იქნება მეცნიერების განვითარება, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება, საერთოდ, თსუ-იმიჯის ამაღლება“, - აღნიშნა გია შარვაშიძემ.

 რექტორობის კანდიდატებად გია შარვაშიძე,  ცირა ბარამიძე და  გიორგი ბარამიძე იყვნენ დარეგისტრირებული.

 გია შარვაშიძემ 21 ხმა მიიღო,  გიორგი ბარამიძემ  - 6 ხმა, ცირა ბარამიძემ  - 5 ხმა, 4 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.