აქტუალური
ლავროვი და კერი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 “ჩვენ ვერ გამოვალთ და ვერ ვეტყვით მთელ მსოფლიოს, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ, თუ ეს ასე არ არის”, - განაცხადა ჯონ კერიმ.

 სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ მოლაპარაკებებს ხანგრძლივი, მტკივნეული და იმედგაცრუების მომტანი” უწოდა. დიპლომატის თქმით, უახლოესი საათები და დღეები მშვიდობიანი პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 ჯონ კერის განცხადებით, ნდობის აღსადგენად საჭიროა, რომ მათ, ვინც ჰაერში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს, შეწყვიტონ ამის კეთება. თავის მხრივ, ლავროვმა ბრძოლის შეწყვეტა ოპოზიციისგან მოითხოვა.

 12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა. თავდაპირველად აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის სამთავრობო ძალების პოზიციაზე დარტყმები განახორციელა. მოგვიანებით დაიბომბა ჰუმანიტარული ავტოკოლონა. ავტოკოლონაზე ავიადარტყმებში აშშ მოსკოვსა და დამასკოს ადანაშაულებს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.