აქტუალური
"აუდიტორია 115"-ის წევრებმა თსუ-ში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება ჩაშალეს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. სწავლის დაწყების ღონისძიებას  მინისტრთა კაბინეტის ნაწილი და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა განათლების მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.  ისინი ღონისძიების ადგილზე შეძახილებით მივიდნენ და ღონისძიება ჩაშალეს.

 როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, ის მზადაა, სტუდენტებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. თუ მათ ამის სურვილი ექნებათ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

 „დიალოგის რეჟიმში გავაგრძელებთ ნებისმიერ სტუდენტთან ურთიერთობას, ოღონდ სტუდენტებზე მაქვს საუბარი და არა მათზე,  ვინც ან დაამთავრა უნივერსიტეტი, ან სხვა უნივერსიტეტიდან არის  მოსული.  პოლიტიზება არ სჭირდება უნივერსიტეტს, არ ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტი გახდეს პოლიტიკოსების სათამაშო ადგილი“, - აღნიშნა რექტორმა გია  შარვაშიძემ.