საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
„რეგიონში იყო ძალიან მძიმე სიტუაცია, საქართველომ, ქართულმა ეკონომიკამ უნიკალურად გაართვა თავი. საქართველო რეგიონში არის ლიდერი ეკონომიკური ზრდით. ამ დროს 3- და 4%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, არ არის მომხიბლავი მოსახლეობისთვის, მით უმეტეს მათთვის, ვისაც ეკონომიკა არ ესმის. ხალხს ელემენტარულად სჭირდება დახმარება, სჭირდება სამუშაო ადგილი, შესატყვისი ხელფასი და ამ დროს ოპონენტები სპეკულირებენ ამით", - აღნიშნა ივანიშვილმა.
„საქართველოს მთავრობა, ჩემი პრემიერობიდან დაწყებული, დამთავრებული კვირიკაშვილით, რომელიც ბიზნესთან ძალიან ახლოს არის, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში იყოს ძალიან კარგი გარემო ინვესტიციებისთვის. ამ მხრივ შთამბეჭდავი შედეგებია. ბიზნესმა აქ აჩვენა ის, რომ პოლიტიკაში მორცხვობს, ერიდება, დარჩენილი შიში აქვთ ზოგიერთებს, მაგრამ ძირითად საქმიანობაში, რასაც ჰქვია ბიზნესი და ეკონომიკა, კარგად აჩვენა თავისი თავი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.