აქტუალური
შეთქმულებს – „ნაცმოძრაობის“ ცნობილ წევრებს სუს–ში გამოცხადების ეშინიათ

  საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „სუს-ნაციონალურ მოძრაობასხელს უშლის“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. 

 „მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, მაგრამ არა სუს-შიმთელი დღე იმის გამო, რომ მე მათ ოფისში ველოდებოდი, ვერ მოვახერხე საარჩევნო კამპანიის წარმოება”, -  უსაყვედურა ნუგზარ წიკლაურმა სუს-ის თანამშრომლებს.

 „არ ვაპირებ უწყებაში მისვლას, არ ვაპირებ სუს-ის თამაშში მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს საქმე, საარჩევნო კამპანია, ვზრუნავთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს და არ ვაპირებთ, ივანიშვილი-სუს-ის პროექტში ჩავერთოთ. აქ ორი გამომძიებელია და მზად ვარ, აქვე ვუპასუხო, მაგრამ არ მივალ უსაფრთხოების სამსახურში”, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 ცნობისათვის: სუს-ის თანამშრომლებმა გუშინ, ინტერნეტში ახალი სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაკითხვის უწყებები მიუტანეს, თუმცა მათ უწყებები არ ჩაიბარეს.

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საუბრების აუდიოჩანაწერი, სადაც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ, ინტერნეტში გუშინ გავრცელდა. აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ პარტიის ლიდერები ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი.

 სუს–მა აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით დაიწყო.