აქტუალური
შეთქმულების მონაწილე ცისკარიშვილს ანალური წამება მოენატრა: „უნდა გამოათრიონ და ჯოხით ...“

  საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი პეტრე ცისკარიშვილი გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სუს-ის უკანონო ჩანაწერების მონტაჟსა და კოლაჟს უწოდებს.

 „ვიღაც თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაც საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს, შეკრიბეს და დაამონტაჟეს. საერთოდ, კიევში ვარ და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ იმ პერიოდში, მერე მიაბეს მიშას სხვადასხვა ადამიანებთან ჩაწერილი ლაპარაკი, ეს შეკრეს. ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება. ეს ივანიშვილის რეჟიმს არ უშველის არაფერში“, - ცრუობს ცისკარიშვილი ჟურნალისტებთან.

 „რა რევოლუციურ სცენარზე მესაუბრებითგანიხილება არჩევნებში გამარჯვება. ეს არის ერთადერთი სცენარირომელიც განიხილება და ამის შედეგებს ვნახავთ 8 ოქტომბერს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ "მოხდება კადაფი".

 „ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და ....... აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია“. აქ მოხდება ........ კადაფი. უნდა გამოათრიონ და ჯოხით ...“, - ეუბნება მიშას ცისკარიშვილი.