სამართალი
„აქ მოხდება კადაფი!“ – შეთქმულების მონაწილე ცისკარიშვილი ივანიშვილის წამებაზე ოცნებობს

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, 6 წლის წინ ნარკომაფიამ ნარკოტიკების რეალიზაციის გამო რომ გაიტაცა,  გუშინ ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ "მოხდება კადაფი".

 მიხეილ სააკაშვილთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობენ.

 „ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და ....... აქ ჯერ კიდევვასტოკია“. აქ მოხდება ........ კადაფი! უნდა გამოათრიონ და ჯოხით .......“, - ეუბნება  მიშას ცისკარიშვილი.

 აუდიოჩანაწერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კარვების ქალაქის იდეაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუსთაველის პროსპექტს გაავსებს 200 კარავი და ხალხი, რომლებსაც 100–100 ლარს ჩამოურიგებენ.

 გარდა ამისა, ნუგზარ წიკლაური ჩანაწერში აცხადებს, რომ პარტიის ამოცანაა,  რევოლუციურ ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები.