საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მონაცემებით, კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / ბესიკ გაბუნია - 439 ხმა (30,79%)
6. “უსუფაშვილი რესპუბლიკელები“ / ირაკლი ქოჩუა - 10 ხმა (0,70%)
8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / გურგენ სართანია - 23 ხმა (1,61%)
41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ლაშა გოგია - 954 ხმა (66,90%)
სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გათვალისწინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატია:
№5 ბესიკ გაბუნია / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 14 360 ხმა (44. 82%)
№41 ლაშა გოგია / ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 14 152 ხმა (44.17%).
შესაბამისად, წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.