საზოგადოება
ქუთაისში საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა

qutaisiქუთაისში ამ დღეებში საფუძველი ჩაეყარა და შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი "აია გრძნობაა".

დღემდე აქ ანალოგიური არაფერი ყოფილა. რაკი ქუთაისში კვლავაც ბევრი რამაა გასაკეთებელი, საქველმოქმედო ფონდის ინიციატორებმა გადაწყვიტეს, ხელი მოჰკიდონ ამ საქმეს. ,,ვისაც რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რადგან სხვა ჩვენს საკეთებელს ჩვენსავით არასოდეს გააკეთებს’’.

ფონდი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ნიჭიერი ქუთაისელების გამოვლენას და საკუთარი კონტაქტებით, საშუალებებითა და სახსრებით შეუწყობს ხელს მათ.