რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს ფედერაცია და ქართული პოლიტიკის მეძავები

   ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბაღდათიდან ჩემი გენიალური თანამემამულის ამ ლექსის შემდეგ წერტილის დასმა მინდოდა - ვლადიმერ ვლადიმერის ძემ თითქმის საუკუნის წინ ამომწურავი პასუხი გასცა კითხვაზე - ვინ არიან პოლიტიკური მეძავები და რით არიან ისინი ჩვეულებრივ მეძავებზე უარესები. მაგრამ ბუშის, სააკაშვილი და სანდრა ბარკლებით მოწამლული ქართველი ობივატელის ინფანტილურობის გათვალისწინებით, მომიწევს ავხსნა - ვინ მიმაჩნია საქართველოში მეძავებად თავიანთი არსით - „ნაღდ, მატყუარა, ფულის მწოველ“, როგორც მათ მაიაკოვსკი უწოდებს.

 ყველამ იცის, რომ პოლიტიკას პოლიტიკოსები აკეთებენ, მაგრამ ცოტას თუ ესმის - ვინ არიან პოლიტიკოსები.  ქართველ ობივატელს შეცდომით ჰგონია, რომ ასეთები არიან მხოლოდ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და პოლიტიკური პარტიების ლიდერშიპი. მაგრამ მათ თანაბრად, ზოგჯერ კი უფრო მეტადაც პოლიტიკას აკეთებენ ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საზოგადო მოღვაწეები, ამიტომ ისინიც პოლიტიკოსები გახლავან.

 მათ შორის რომლები არიან ნაღდი, მატყუარა, ფულის მწოველი“ მეძავები? საქართველოში ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერები, სამი ათეული გადაშენების პირას მყოფი პარტიის ლიდერები, ფასიანი დაკვეთების შემსრულებელი მასმედია, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და „საზოგადოებრივი სექტორი“. საკმაოდ ბევრი პოლიტიკური მეძავი რჩება მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში”.

 რა არის „საზოგადოებრივი სექტორი“? ეს პოლიტიკური მეძავების საბრძოლო რეზერვია, მათ შორის, ქართველი ინტელიგენციის გამყიდველი ნაწილის წარმომადგენლებით - საქართველოს კომპარტიის ყოფილი წევრების ნაშიერებით დაკომპლექტებული, რომლებსაც სასაცილო ამბიცია აქვთ, „ქართველი ერის ჭკუად, სინდის-ნამუსდ“ და „ქართველი საზოგადოების ელიტად“ იწოდებოდნენ, რათა ხელისუფლებაში შეძრომა მოახერხონ, მათი მამების მსგავსად.

 რა აერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, “ენჯეოშნიკებს” და საზოგადო მოღვაწეებს?

 ქართულ პოლიტიკის მეძავებს აერთიანებს დიდი და იოლი ფული, რომელსაც მათ უხდის დასავლეთი ქართველი ხალხის გადაქცევისთვის ადგილობრივი მარიონეტებით, ანუ მათივე - პოლიტიკური მეძავების ხელებით მართული პროტექტორატის მოსახლეობად. პოლიტიკური მეძავები ხომ ძალიან ხარბები არიან, მათი ერთადერთი ვნების ობიექტი ბევრი ფულია, პოლიტიკური ბიზნესი კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია, მით უფრო, რომ ჩვეულებრივი ბიზნესისთვის მათ ჭკუა, სურვილი და შრომის უნარი არ ყოფნით.

  რომელ იდეოლოგიურ პლატფორმაზე გააერთიანეს სამშობლოს სახელმწიფო ინტერესების გამყიდველ ეს მოღალატეები?

 ეს გახლავთ რუსოფობია, რომლის გარშემოც, როგორც სტრიპტიზ-ბარში ძელზე შემოსალტული მოცეკვავეები, ამაგზნებლად ტრიალებენ ქართული პოლიტიკის მეძავები. მაგრამ ანგარიშიანი მისტერი მალე შეწყვეტს ქართველი პოლიტმეძავების საცვლებში 100-დოლარიანი კუპიურების ჩაჩრას, იმიტომ რომ მოყირჭდა!

 რით არიან სახიფათო პოლიტიკური მეძავები - „ნაღდი, მატყუარა, ფულის მწოველი“, რომლებიც საკუთარ ხალხს ატყუებენ და ფულს სწოვენ - როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე დასავლურ კრედიტებსა და გრანტებს?

 მეძავები ქართულ პოლიტიკაში დღეს არ გაჩენილან - ისინი იყვნენ მას შემდეგ, რაც ეს პოლიტიკა გაჩნდა. ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, სანამ „დაკონსერვებული“ არიან, ანუ სანამ დასავლეთის და მოსყიდული ბრბოს მხადაჭერა არ აქვთ - მაშინ ისინი „მაიდნებზე“ გამოძვრებიან, სასიკვდილოდ სცემენ სხვაგვარად მოაზროვნეებს და მყარდება ნაციზმი.

 საპარლამენტო არჩევნებში წაგების მიუხედავად, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის მეძავები ქვეყნაში სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისპეკულანტებენ და დემაგოგიით, საბოტაჟითა და მავნებლობით იქნებიან დაკავებული, რათა ხელისუფლების პარალიზება გამოიწვიონ და საქართველოში ახალი “ფერადი რევოლუციის” პროვოცირება მოახდინონ. ეს მცდელობები ჩავარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ელექტორატის გარეშე დარჩებიან. არჩევნების შედეგების მიხედვით, მათ ნახევარი მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს, რაც საქართველოსთვის ძალიან ბევრია.

 იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“  500 ათასი ამომრჩეველი დაკარგოს, ხელისუფლებამ ეკონომიკაში გარღვევა უნდა მოახდინოს და ლარი გაამყაროს, რათა ხალხი დაასაქმოს და გამოკვებოს, აგრეთვე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რეინტეგრაციული პროექტი დაიწყოს.

 ორივე ზემოჩამოთვლილი ამოცანა არარეალურია საგარეო კურსის კორექტირების - რუსეთთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის - გარეშე.

 აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რეინტეგრაციული პროექტი გულისხმობს სახელმწიფო მოწყობის ურთიერთმისაღებ ფორმაზე შეთანხმებას (მაგალითად, საქართველოს ფედერაცია) და პირდაპირ დიალოგს სოხუმში, ცხინვალში და თბილისში, და არა ჟენევაში.

 რუსეთთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი მოგვარებგულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და პირდაპირ დიალოგს მოსკოვსა და თბილისში, და არა პრაღაში.

 ყველაფერი დანარჩენი - პოლიტიკური ონანიზმი და ნებაყოფლობითი პროსტიტუციაა.

საქინფორმისმთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 14 ნოემბერი
საქართველო, თბილისი
“საქართველო და მსოფლიო” №40-ის და “საქართველოს რესპუბლიკა” №200-ის მასალების მიხედვით