უცხოეთი
აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ ვიზიტით რუსეთს ეწვევა

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი   20 იანვარს თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ ხუთშაბათს, 17 ნოემბერს გაზეთი „იზვესტია“ წერს რესპუბლიკურ პარტიაში მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის მოსაუბრის თქმით, ვიზიტის გადადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ადრე უნდა გამართულიყო, მიღებული იქნა გუნდს შიგნით მოთათბირების შემდეგ.

როგორც ამერიკელმა პოლიტოლოგმა დმიტრი საიმსმა აღნიშნა, ინაუგურაციამდე ტრამპის გამგზავრება შესაძლოა შეფასებული ყოფილიყო როგორც ამჟამინდელიადმინისტრაციის პოლიტიკის ძირის გამოთხრა, ამიტომ მისი გადატანა სწორი ნაბიჯი გამოდგა. „ახლა აშშ–ის პრეზიდენტი ბარაქ ობამაა და გაუაზრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯების გადადგმა არ ღირს“, – მიაჩნია მას.