უცხოეთი
პუტინი: ჩვენ ვხედავთ დემოკრატიის შესახებ წარმოდგენის დეგრადაციას დასავლურ საზოგადოებაში, მოცემულ შემთხვევაში - ევროპის პარლამენტის დონეზე

   საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. 23 ნოემბერს ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირში რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგობ ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღეს (მომხრე - 304 დეპუტატი, წინააღმდეგი - 179, თავი შეკავა - 208). რეზოლუციაში რიგი რუსული მედია - სახელმწიფო სატელევიზიო კომპანია RT, საინფორმაციო სააგენტო Sputnik, ასევე ფონდები „Русский мир“ და „Россотрудничество” - გათანაბრებულია რადიკალური ისლამისტური ჯგუფების, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდასთან. რუსეთისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მტრული პროპაგანდისწინააღმდეგ ბრძოლისთვის ევროპარლამენტი მოუწოდებს ნატოს გააძლიეროს ევროკავშირთან თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. რეზოლუციას უკვე მხარი დაუჭირა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა (ნატოში უკვე შექმნილია ცალკეული სტრუქტურა რუსეთის პროპაგანდასთან საბრძოლველად). ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ „რუსეთი  აბანდებს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, რათა ტრადიციული ღირებულებების დამცველის იმიჯი შეიქმნას“.

 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კომენტარი ჟურნალისტებს: „მუდამ ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ დემოკრატია გვასწავლონ. და ამ მასწავლებლებისგან სულ გვესმოდა, რომ ოპონენტებთან საქმის წარმართვის ყველაზე მანკიერი საშუალებაა რაღაცის აკრძალვა და ეს არ შეესაბამება დემოკრატიის პრონციპებსა და ნორმებს, ხოლო საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ღია დისკუსია და ამ დისკუსიაში მკაფიო და დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა საკუთარი თვალსაზრისის დასაცავად.

 თუ მართალია ის, რაც ახლა თქვით, თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვხედავთ სრულებით თვალსაჩინო დეგრადაციას (ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით) დემოკრატიის შესახებ დასავლურ საზოგადოებაში, მოცემულ შემთხვევაში ევროპის პარლამენტის დონეზე.

 დიდად იმედი არ მაქვს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და რეალურად არანაირ შეზღუდვებს არ დავინახავთ“.