უცხოეთი
Die Welt–მა პუტინს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გეოსტრატეგიული ვირტუოზი უწოდა

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის გამარჯვებამ აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში და ევროპაში პრორუსული განწყობის ზრდამ კრემლისადმი მსოფლიო ბიზნესის სკეპტიკური დამოკიდებულება შეცვალა. ამის შესახებ გაზეთი Die Welt წერს. დასავლეთელი ინვესტორები კვლავ სიამოვნებით ყიდულობენ რუსულ აქციებს და მოსკოვს კრედიტებსაც გამოუყოფენ, აღნიშნავს გამოცემა. „დღეს ვლადიმერ პუტინი ყველაზე წარმატებული გეოსტრატეგიული ვირტუოზია მსოფლიოში“, – წერს Die Welt-–ის ჟურნალისტი ედუარდ შტაინერი.

 Deutsche Bank-ის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტრამპი ანტირუსულ სანქციებს გააუქმებს ისე, რომ კონგრესის თანხმობასაც არ დაელოდება“.

 ბულგარეთი, იტალია, ავსტრია, უნგრეთი და ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ისწრაფვიან. პოლიტიკური კურსის ცვლილება მოსალოდნელია საფრანგეთშიც ფიიონის გამარჯვების შემთხვევაში, რომელთანაც პუტინს კარგი ურთიერთობები აქვს.