აქტუალური
“რუსთავი 2”-ის საქმეზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე ჯონ ქირბიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების წუხილი მედიასივრცეში პლურალიზმის საკითხთან დაკავშირებით.

 "ჩვენ ვიცით, რომ “რუსთავი 2”-ის საქმე ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოშია, რომელიც პირველი და სააპელაციო ინსტანციების გადაწყვეტილებებს იხილავს “რუსთავი 2”-ის მესაკუთრის ცვლილების შესახებ. რასაკვირველია, გვაშფოთებს ის გავლენა, რასაც ეს გადაწყვეტილება ქართული მედია სივრცის პლურალიზმზე მოახდენს. როგორც წარსულშიც აღგვინიშნავს, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამას კრიტიკული მნიშვნელობა ექნება საქართველოს წარმატებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში", -  განაცხადა ქირბიმ.