აქტუალური
საქართველოს თავდაცვის უწყება აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებს მასპინძლობს

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი ჯო ჯერარდი გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები; მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე, სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ავიაციის, კიბერუსაფრთხოებისა და ეროვნული გვარდიის რეფორმირების მიმართულებებზე.

 აშშ-ის და საქართველოს სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები და უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.