რელიგია
უამინდობის გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსის ფრესკები დაზიანდა

  საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმისა და თოვის შედეგად, გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა. წყალმა მე-16 საუკუნეში მოხატული ფრესკები დააზიანა.

 ადგილზე  უკვე მუშაობენ რესტავრატორები, რომლებიც აცხადებენ, რომ ფრესკები არ განადგურდება, თუმცა პირვანდელ იერსახეს დაკარგავს.

 გელათის მონასტრის გადახურვითი სამუშაოები ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება და 2017 წელს უნდა დასრულდეს.