უცხოეთი
აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ მისი წინამორბედი ბარაქ ობამას მიერ ხელმოწერილი ბრძანებების 70%–ს გააუქმებს

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ტელეარხ Fox News-ის ტელეარხზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკელის ერთ–ერთ ყველაზე უახლოეს სანდო პირად მიიჩნევა. „მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ობამა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მისი მემკვიდრეობა, გასაბერი თოჯინის მსგავსად, რომელსაც ჰაერი ეპარება, თანდათან იჩუტება, – შენიშნა გინგრიჩმა, – მისი ბრძანებების 60 ან 70%–ს ტრამპი გააუქმებს“.

 პოლიტიკოსმა გამოთქვა რწმენა, რომ სახელმწიფოს არჩეული მეთაური ბოლოსდაბოლოს ობამას იმ ბრძანებების გაუქმებასაც შეძლებს, რომლებიც ობიექტური გარემოებების გამო, გადახედვას ან ანულირებას არ ექვემდებარება. გინგრიჩის თქმით, „მათი გარშემოვლა“ „გონიერი იურისტების“ მეშვეობით შეიძლება. „სასოწარკვეთილებისგან იგი (ობამა – საქინფორმი) ცოფებს ყრის. იგი ნაბიჯების სერიას დგამს ტრამპის ყურადღების გადატანის მიზნით, რათა აიძულოს მისი ლიბერალი მოკავშირეები კარგად იფიქრონ დემოკრატებზე და სძულდეთ რესპუბლიკელები“, – განმარტა გინგრიჩმა.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „კოჭლმა იხვმა“ ბარაქ ობამამ წინა კვირას ასევე ხელი მოაწერა კანონს აშშ–ის ასიგნაციის შესახებ 2017 საფინანსო წელს სამხედრო საჭიროებებისთვის, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისგან მომავალ „საფრთხეს“, სამხედრო დახმარებას უკრაინისა და საქართველოსთვის და „რუსულ პროპაგანდასთან“ ბრძოლის ცენტრის შექმნას, რომელიც ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს რუსოფობიულ ენ–ჯე–ო–ებს და მედია–საშუალებებს.