უცხოეთი
ამერიკელებმა თავის ცხოვრებას უნდა მიხედონ – უპასუხა ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მოწოდებას

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიბერთავდასხმების გამო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება. როგორც ტრამპმა განაცხადა, აშშ-მა უნდადაივიწყოს რუსეთის მხრიდან ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებით პრეტენზიები და წინსვლა გააგრძელოს.

 “ვფიქრობ, ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. მიმაჩნია, რომ კომპიუტერებმა სერიოზულად გაგვირთულეს ცხოვრება”, - განაცხადა დონალდ ტრამმა ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, საჭიროა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება აშშ-ის არჩევნებში მისი შესაძლო ჩარევის გამო.

 როგორც ტელეკომპანია CNN იტყობინება, 29 დეკემბერს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადებს. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სანქციების დაწესებას კრემლი შესაბამისად უპასუხებს.

 აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხროციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.