უცხოეთი
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა Ту-154–ის დაღუპვის წინ ტექნიკის ავარიული მუსაობის ფაქტი აღიარა

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ექსპერტები სოჭის რაიონში Ту-154 –ის კატასტროფის მიზეზებზე პირველი დასკვნების გაკეთებას მომავალი წლის იანვარში გეგმავენ, – აცხადებს რფ–ის ტრანსპორტის მინისტრი მაქსიმ სოკოლოვი, – თუმცა, უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩამოვარდნის წინ ადგილი ჰქონდა ტექნიკის გაუმართავ მუშაობას.

 „აშკარაა, რომ ტექნიკა ავარიულად მუშაობდა და რით იყო ეს გამოწვეული, ამას ექსპერტები დაადგენენ, რისთვისაც სპეციალური ტექნიკური კომისია შეიქმნა“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ კატასტროფის მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნა ბორტის შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ გაკეთდება.