პოლიტიკა
ზესტაფონის მაჟორიტარმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც „სტრატეგიული საკითხები განიხილა“

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა. შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი ტობი დევისი, ადამიანის უფლებებისა და დასაქმების ბიუროს საგარეო საქმეთა ოფიცერი ვენდი სილვერმანი და საქართველოს საკითხების უფროსი ოფიცერი ტრეისი ნეველი ესწრებოდნენ.

  ვაშინგტონში მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებსაც, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და ამ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას.