უცხოეთი
ტრამპის მრჩეველმა სანქციების უაზრობა განმარტა რუსების მზაობით, თოვლი ეჭამათ

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტური აღმოჩნდა, - ამის შესახებ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსული სააგენტო "ტასს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ბიზნესთან ურთიერთობების საკითხებში ენტონი სკარამუჩიმ განაცხადა.

  "სანქციებს გარკვეულწილად უკუეფექტი ჰქონდა რუსი ხალხის ხასიათის გამო. ვფიქრობ, რუსები მზად იქნებოდნენ თოვლი ეჭამათ, რათა გადარჩენილიყვნენ. ჩემი გაგებით, სანქციებმა გააერთიანა თქვენი ერი თქვენი პრეზიდენტის ირგვლივ. მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება თუ არა რომ სანქციები უფრო მტკივნეული, ეფექტური იყოს? პასუხია - კი. სხვაგვარად მათ არ გამოიყენებდნენ", - განაცხადა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა.