პოლიტიკა
დაბნეულ და უცნაურად ჩაცმულ სააკაშვილს ნიუ-იორკის აეროპორტში ვიდეო გადაუღეს

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი.  რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოსააკაშვილის მისამართით მორიგი ბრალდებები გამოთქვა, Life-ის სამოქალაქო ჟურნალისტმა ოდესის ექსგუბერნატორ ნიუ-იორკის აეროპორტში გადაიღო. Life-ის რედაქციას ვიდეო LifeCorr-ის მეშვეობით გაუგზავნეს (შესაძლებელია გადმოტვირთვა iOS-ის და Android-ისთვის).

  სააკაშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტის ნათქვამისგან შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა, აბსოლუტურად დაბნეული და გაოგნებული გამოიყურებოდა. პოლიტიკოსი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა სულელურ მოკლე პოლოს, რომლის ქვეშაც შიშველი მუცელი უჩანდა (ვიდეო იხ. აქ).

  გარდა ამისა, სააკაშვილს კისერზე ლურჯ-ყვითელი შარფი ეკიდა, ხელში კი დიდი პაკეტი ეჭირა.