აქტუალური
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის პროტესტს “გაზპრომის” საკითხზე "მორიგ შოუს" უწოდებს

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა “გაზპრომის” ხელშეკრულების საკითხზე ოპოზიციის მოთხოვნებსა და ბრალდებებს მორიგი შოუს დადგმის მცდელობას უწოდებს.

  „ქართულ ოცნებას” არცერთი გადაწყვეტილება ქვეყნის საზიანოდ არ მიუღია, ასეთი არც ეს გადაწყვეტილება იქნება და ეს იყო ოპტიმალური და რეალური ხელშეკრულება“, - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე.

  რას გადაწყვეტენ საპარლამენტო უმრავლესობაში ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხზე უმრავლესობაში უკვე არაერთი შეხვედრა შედგა.

  „ეს საკითხი არის გავლილი. გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაციები და ჩვენი პოზიცია უკვე დაფიქსირებული გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ