აქტუალური
ვაშაძე ბაქოში გაზსადენს გაყიდის?

grigol-vashadzeსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური, 2– დღიანი ვიზიტი ბაქოში დღეს, 18 იანვარს, დაიწყება.

ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის მთავარი დიპლომატი აზერბაიჯანელ კოლეგასა და პრეზიდენტს შეხვდება. ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იქნება.

რაც შეეხება ცენტრალური მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით კომპანია "სოკარის" მზადყოფნას, საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი, სავარაუდოდ, არ გაიმართება, რადგან საკითხი ამ ეტაპზე სახელმწიფო დონეზე არ განიხილება.

"ამ საკითხზე მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ არა სახელმწიფო დონეზე. შესაბამისად, აზერბაიჯანში დაგეგმილ შეხვედრებზე არა მგონია მასზე საუბარი გაიმართოს", - დასძინა კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.